მიზნები და მოქმედების სფერო

ჟურნალის მიზანია შექმნას დინამიური და საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმა საერთაშორისო სამართლის შედარებითი კვლევისთვის, გააფართოვოს ქართული სამეცნიერო დისკურსი ტრანსნაციონალურ კონტექსტში საერთაშორისო სამართლისა და შიდა სამართლის ყველა სფეროში.
ზემოთ დასახული მიზნების მისაღწევად, ჟურნალი ახორციელებს:
ა) ჟურნალის სამეცნიერო სტატუსის პოპულარიზაციას, მის ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში და კვლევის ინტერნაციონალიზაციას.
ბ) უცხოელი და ქართველი მეცნიერ-მკვლევარების ეფექტური სამეცნიერო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის პლატფორმის შექმნას.
გ) კვლევის სფეროების იდენტიფიცირებას და შესაბამისი სფეროების ექსპერტების - ავტორებისა და რეცენზენტების მოზიდვას.
დ) ჟურნალის საგამომცემლო პოლიტიკის თანმიმდევრულ ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგამომცემლო სტანდარტებთან.
ე) ჟურნალის რეგულარული გავრცელება (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) საქართველოსა და საერთაშორისო (განსაკუთრებით ევროპულ) აკადემიურ და პროფესიულ წრეებსა და სამეცნიერო-ბიბლიოთეკურ სივრცეებში.