პუბლიკაციის პოლიტიკა

ხელმისაწვდომობის პოლიტიკა

 

რედაქციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სამართლის ჟურნალი, გამოიცემა წელიწადში ორჯერ, ერთიან ქართულ და ინგლისურენოვან ნაბეჭდ და ელექტრონულ გამოცემებში. ჟურნალი არის ღიად ხელმისაწვდომი, რომელიც ყველა მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავისუფლად და შეუზღუდავად მიიღონ წვდომა მასში გამოქვეყნებულ სატიებზე, შემდგომი გამოქვეყნების უფლების ჩათვლით.

 

ჟურნალის ელექტრონული გამოცემები ღიად ხელმისაწვდომია ნებისმიერი მკითხველისთვის. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს უფასოდ გაეცნოს ჟურნალის მასალას ვებსაიტზე რეგისტრაციის გარეშე, ჩამოტვირთოს, გააკეთოს ასლი, გაავრცელოს კანონიერად და გააკეთოს სათანადო სამეცნიერო ციტირება ჟურნალის საავტორო უფლებების დაცვით.

 

გამოქვეყნების პოლიტიკა

სტატიის წარდგენა გულისხმობს, რომ აღწერილი ნაშრომი არსად არ არის გამოქვეყნებული, და არც მოიაზრება სხვაგან გამოსაქვეყნებლად, რომ მისი გამოქვეყნებაზე თანახმაა ყველა ავტორი და ნაგულისხმევად ან აშკარად ის დაწესებულება, სადაც ნაშრომი არის შესრულებული.

ნაშრომი უარყოფილი იქნება, თუ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ან სრული ვერსია უკვე არის გამოქვეყნებული ან განიხილება სხვა სამეცნიერო ნომერში გამოსაქვეყნებლად.

 

გამოქვეყნების საფასური

 

ავტორები თავიანთი ნაშრომებს  საერთაშორისო სამართლის ჟურნალში აქვეყნებენ უფასოდ.

 

საავტორო უფლებების პოლიტიკა

 

ავტორი გადასცემს საავტორო უფლებებს ჟურნალს იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ნაშრომის გამოქვეყნების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, სამეცნიერო-ტექნიკური რედაქტირების, ბეჭდური და ციფრული გამოცემის, თარგმანისა და ვიზუალური დამუშავების მიზნებისთვის.

გამოქვეყნებული ნაშრომების ავტორებს რჩებათ პუბლიკაციის არამატერიალური საავტორო უფლებები.

ავტორი ინარჩუნებს ნაშრომის შემდგომი რედაქტირებისა და რეპროდუცირების უფლებას ჟურნალის, როგორც პუბლიკაციის ძირითადი წყაროს, მითითებით.

თანაავტორობის შემთხვევაში, ავტორები კოლექტიურად არიან პასუხისმგებელნი ნაშრომის შინაარსსა და აკადემიურ ობიექტურობაზე, მიუხედავად მათი სამეცნიერო ხარისხისა ან ტიტულისა და ნაშრომში წარმოდგენილ კვლევაში შეტანილი წვლილისა.

ნაშრომი შეიძლება გამოქვეყნდეს ფსევდონიმით. თუმცა, ტექსტის გამოსაქვეყნებლად   წარდგენა ანონიმურად, მხოლოდ ფსევდონიმის გამოყენებით, დაუშვებელია

ინდივიდის ან პირთა ჯგუფის ავტორად ან თანაავტორებად მოხსენიება გულისხმობს წარმოდგენილი ნაშრომის მათ ერთობლივად შედგენას, თუ საპირისპირო არ დადასტურდა.

არქივი

ჟურნალის ბეჭდური ტექსტები ხელმისაწვდომია (დაცულია) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ბიბლიოთეკებში.