ჟურნალის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“ ორენოვანი, საერთაშორისო რეცენზირებული პერიოდული გამოცემაა, რომელსაც თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი გამოსცემს. სამენოვანი (ქართული, ინგლისური და რუსული ენები) ჟურნალი 1996 წელს დაარსდა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ყოფილმა ფაკულტეტის მიერ, აკადემიკოს, პროფესორ ლევან ალექსიძის თაოსნობით. 2008 წლიდან ჟურნალი გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. 2025 წელს დაიწყო ჟურნალის ელექტრონული ვერსიის გამოცემა.
ჟურნალის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა „The Journal of International Law“. სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ერთხელ მაინც, ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონული ფორმატით. ჟურნალის მიზანია დინამიური და საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმის შექმნა და სამეცნიერო დისკურსის გაფართოება ტრანსნაციონალურ კონტექსტში, საერთაშორისო სამართლის ყველა სფეროში შედარებითი სამართლებრივი კვლევების გამოქვეყნებით.
პერიოდული გამოცემის საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი (ISSN) არის: 1512-0368