მიზეზობრივი კავშირის დადგენა სამედიცინო დავებში

ავტორები

  • მარიამ კვირკვია

საკვანძო სიტყვები:

სამედიცინო სამართალი, ექიმის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მიზეზობრივი კავშირი, მტკიცების ტვირთი, სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულება

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემატიკა სამედიცინო დავებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მიზეზობრივი კავშირის, როგორც ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი პირობის მიმოხილვას, ასევე მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს სამედიცინო დავებში. ამ კუთხით, გაანალიზებულია როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა.
მოცემულ სტატიაში დეტალურად არის შესწავლილი თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში პაციენტის უფლებების დაცვასა და სამედიცინო მომსახურების გამწევი პირის პასუხისმგებლობის სამართლებრივი რეგულირების საკითხები. ნაშრომი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე, აღწეროს სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულების ბუნება, ამ ხელშეკრულების მხარეები, ასევე სამედიცინო პერსონალის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფორმები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ძირითად ელემენტებს, რომლებიც გადამწყვეტია სამედიცინო მომსახურების გამწევი პირის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის. კერძოდ, მიმოხილულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და ზიანის ცნება, მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემა და ბრალი.
ნაშრომი გამდიდრებულია როგორც ქართული, ასევე გერმანული სასამართლო პრაქტიკით და საფუძვლიანად მიმოიხილავს ორივე ქვეყნის სასამართლოების პრეცედენტულ გადაწყვეტილებებეს.

Загрузки

გამოქვეყნებული

2025-11-05

გამოცემა

სექცია

საერთაშორისო საზღვაო სამართალი

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.