სახელმწიფოთა საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კიბერსივრცეში განხორციელებულ მავნე ქმედებებზე: გამოწვევები და პერსპექტივები
საკვანძო სიტყვები:
კიბერსივრცე, კიბერ ჯაშუშობა, ინტერნეტი, კიბერ თავდასხმებიანოტაცია
კიბეროპერაციები წარმოადგენს ახალ და მზარდ გამოწვევას, რომელსაც საერთაშორისო სამართალი და შიდა სამართალი ვერ შეხვდა მომზადებული. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი გვთავაზობს მხოლოდ საბაზისო საშუალებებს ისეთ კიბერდანაშაულებზე საპასუხოდ, რომლებიც უტოლდება შეიარაღებულ თავდასხმას ან/და მიმდინარეობს ასეთი თავდასხმის კონტექსტში. სახელმწიფოთა შიდა სამართალი, მეორე მხრივ, გვთავაზობს პოტენციურად ძლიერ, კიბერსფეროში გამოსაყენებლ სამართლებრივ მექანიზმებს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ არიან მიმართული იმ გამოწვევებთან საბრძოლველად, რაც დაკავშირებულია კიბერ ჯაშუშობასთან და კიბერშეტევებთან.