ახალი კლიმატური შეთანხმება საზღვაო ინდუსტრიისთვის: საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩოს სამართლებრივი გამოწვევები და შესაძლებლობები განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორც საქართველო
საკვანძო სიტყვები:
საზღვაო ტრანსპორტი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), კლიმატის ცვლილებები, მდგრადობაანოტაცია
საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტი, ძირითადად, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე, გლობალურად პასუხისმგებელია მთლიანი ანთროპოგენური ნახშირორჟანგის (CO2) ემისიების 2-3 პროცენტზე. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ეს წილი მომავალში გაიზრდება.
გლობალური კლიმატის ცვლილება და საზღვაო ტრანსპორტის როლი ამ პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა თანამედროვე საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფოების ეროვნული პოლიტიკებისთვის.
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სტატია მიმოიხილავს გემებიდან სათბური აირების (GHG) გამოყოფის სამართლებრივ რეგულირებას საერთაშორისო დონეზე და მის გავლენას განვითარებად სახელმწიფოებზე, განსაკუთრებით საქართველოს მაგალითზე. განხილულია საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ მიღებული სტრატეგიები და ევროკავშირის მიერ შემუშავებული მიდგომები.
საქართველოს, როგორც განვითარებადი ქვეყნის, წინაშე არსებობს გარკვეული სირთულეები ემისიების შემცირების მიზნით საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პროექტების GloMEEP და GreenVoyage2050 მაგალითზე, შესწავლილია საერთაშორისო თანამშრომლობისა და ტექნიკური დახმარების პროექტების როლი და ეფექტიანობა.
სტატიის მთავარი მიზანია, გამოავლინოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ხარვეზები, ასევე შესთავაზოს რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ეკოლოგიურად მდგრადი საზღვაო ტრანსპორტის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო დონეზე მისი, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორის როლის გაძლიერებას.