ჩრდილოეთ-სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის გავლენა შავი ზღვის და კასპიის რეგიონის უსაფრთხოებაზე
საკვანძო სიტყვები:
სატრანსპორტო დერეფანი, რეგინალური უშიშროება, TRACECA, შავი ზღვა, კასპიის ზღვაანოტაცია
ჩრდილოეთ-სამხრეთ სატრანსპორტო დერეფანი (შემდგომში „NSTC“) წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს აზიას, ევროპას, რუსეთს, ირანსა და ინდოეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რაც აშშ-ის ავღანეთიდან გასვლამ გამოიწვია და რის შედეგადაც რეგიონში ე.წ. „ძალაუფლების ვაკუუმი“ წარმოიქმნა, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორების დაპირისპირების არეალად იქცა.
ეს სტატია იკვლევს ჩრდილოეთ-სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის გავლენას შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის უსაფრთხოებაზე საერთაშორისო სამართლებრივი პერსპექტივიდან. აღნიშნული რეგიონები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნების გამო, რაც მათ მიმართ გლობალური და რეგიონული ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესს იწვევს. ამავდროულად, ისინი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგანან, რაც ევრაზიის დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.
სტატია მიმოიხილავს აღნიშნული რეგიონების სამართლებრივ ჩარჩოს, როგორებიცაა 1982 წლის გაერთიანებული ერების კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ (UNCLOS), TRACECA, TIR (Transports Internationaux Routiers) და ორმხრივი შეთანხმებები, რათა შეფასდეს მათი გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე. NSTC-ის გეოპოლიტიკური მნიშვნელობისა და ისტორიული კონტექსტის განხილვით, ნაშრომი აანალიზებს მის მთავარ სისუსტეებსა და შესაძლებლობებს. ამასთან, ის წარმოაჩენს უსაფრთხოებისა და სამართლებრივ გამოწვევებს, რომლებიც განსაზღვრავს კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის მომავალს და წარმოაჩენს საერთაშორისო თანამშრომლობისა და რეგულირების აუცილებლობას.