გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის არსებული კონფლიქტი, როგორც ციფრული ეპოქის გამოწვევა

ავტორები

  • ნინო ჭედია

საკვანძო სიტყვები:

გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, დაცული სფერო.

ანოტაცია



გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის კოლიზიის საკითხი საკმაოდ აქტუალურია საზოგადოებრივი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მით უფრო, გაციფრულების გზაზე მდგარი მსოფლიოსათვის. მიუხედავად ორივე უფლების მნიშვნელობისა და იმისა, რომ ისინი აღიარებულია დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მნიშვნელოვან პრინციპებად, საკმაოდ რთულია მათი ურთიერთაღსრულებადი
მექანიზმების შემუშავება.
საკითხის სირთულეს განაპირობებს ის მრავალფეროვანი ურთიერთობები, რომლებმაც ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა და წაშალა ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვის პირად ცხოვრებას შორის.
ადამიანების ყოველდღიურობა წარმოუდგენელია ახალი ტექნოლოგიების გარეშე. საზოგადოების უმეტესი ნაწილი საფრთხეს მხოლოდ მაშინ ხედავს, როცა საზიანო შედეგი დგება. სხვა შემთხვევაში სიფრთხილეს ფარავს ყოველდღიური
მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი, რაც ზრდის ელექტრონული საშუალებებით მოსარგებლე პირთა რაოდენობას და საფრთხის ქვეშ აყენებს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებათა შორის კოლიზიას ამძაფრებს სოციალური ქსელების რაოდენობის ზრდაც, ვინაიდან მსგავს პლატფორმებზე ერთი პირის მიერ საჯაროდ გამოხატული აზრი, შესაძლოა იჭრებოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცულ სფეროში. წინამდებარე სტატიაში განხილულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის არსებული პრობლემური საკითხები.

Загрузки

გამოქვეყნებული

2021-07-26

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.