COVID 19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის დაწესების ლეგიტიმურობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ჭრილში
საკვანძო სიტყვები:
COVID 19, სავალდებულო ვაქცინაცია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ეთიკური პორცესები.ანოტაცია
სტატიის ფარგლებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პერსპექტივიდან განხილულია COVID 19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის დაწესების ლეგიტიმურობის საკითხი. ნაშრომში გაანალიზებული ის, თუ რას ნიშნავს თავად სავალდებულო ვაქცინაცია, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს დაუმორჩილებლობამ, როგორია მიმდინარე სახელმწიფოებრივი პრაქტიკა და ეროვნული პოლიტიკების ძირითადი ტენდენციები. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია COVID-19-ის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესების შემთხვევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ განსაზღვრულ პრინციპებზე, რომელიც მჭიდროდ ებმის აუცილებლობისა და პროპორციულობის სამართლებრივ ელემენტებს. ასევე გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, ბიოეთიკისა და ადამიანის უფლებების შესახებ დეკლარაცია და ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ ოვიედოს კონვენცია, განხილულია საქართველოს საკანონმდებლო მოწესრიგება და განსაზღვრულია ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც სავალდებულო ვაქცინაციის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის მიერ უნდა იქნეს დაცული და გათვალისწინებული.