სეპარატისტული დე ფაქტო სახელმწიფოები და ძალის გამოყენება: საქართველოს შემთხვევა
საკვანძო სიტყვები:
დე ფაქტო სახელმწიფოები, ძალის გამოყენება, სახელმწიფოების შექმნა, იუს კოგენსი, სახელმწიფოების პასუხისმგებლობა, სახელმწიფოებრიობა, თვითგამორკვევა, გამოყოფაანოტაცია
ე.წ. დე ფაქტო სახელმწიფოები წარმოადგენენ სახელმწიფოს მსგავსი ერთეულების სპეციფიკურ კატეგორიას, რომლებიც აკმაყოფილებენ სახელმწიფოებრიობის ნორმატიული კრიტერიუმების უმეტესობას. მიუხედავად განსაზღვრულ ტერიტორიაზე მუდმივ მოსახლეობაზე საჯარო ხელისუფლების ფაქტობრივი განხორციელებისა, დე ფაქტო სახელმწიფოები კვლავ მოკლებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ სახელმწიფოებრივი აღიარების უფლებას. ასეთი დამოკიდებულების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია საერთაშორისო სამართლის იმპერატიული ნორმების სერიოზული დარღვევა ასეთი წარმონაქმნების შექმნის მომენტში. ვინაიდან ასეთი დე ფაქტო ერთეულების არსებობა ხშირად შეიარაღებული კონფლიქტის შედეგია, ძალის გამოყენების ჩვეულებითსამარტლებრივი ნორმებით აკრძალვის შეუსრულებლობა კვლევის საინტერესო ობიექტს წარმოადგენს.
სტატიის მიზანია პასუხი გასცეს კითხვაზე, ხელს უშლის თუ არა ძალის უკანონო გამოყენება გამოყოფის პროცესში, დამოუკიდებლობისთვის სახელმწიფოსა კანონიერად შექმნას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ნორმატიული ანალიზი ეფუქნება საქართველოს მაგალითს, რომლის სეპარატისტული რეგიონები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, დე ფაქტო სახელმწიფოების ორი ემბლემატური არქეტიპია, რომლებიც შეიქმნა მესამე (მფარველი) სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის - მხარდაჭერით.