პოსტ-კონფლიქტური სამართალი (Jus Post Bellum) – განსაზღვრული მოქმედების ფარგლების მქონე სამართლებრივი წესრიგი შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ

ავტორები

  • ომარ მთივლიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პოსტ-კონფლიქტური სამართალი, საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი, შეიარაღებული კონფლიქტები, სამხედრო ოკუპაცია, საზავო შეთანხმება, სამშვიდობო შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, კაპიტულაცია, გარდამავალი მართლმსაჯულება, პოსტ-ოკუპაციური სამართლებრივი წესრიგი

ანოტაცია

შესაძლებელია თუ არა პოსტ-კონფლიქტური სამართლის ამოქმედებისა და მოქმედების დასრულების ზუსტი დროის განსაზღვრა? როგორ იმიჯნება ერთმანეთისგან გარდამავალი მართლმსაჯულება და პოსტ-კონფლიქტური სამართალი? რამდენად მისაღებია პოსტ-კონფლიქტური სამართლის ერთი და იმავე სამოქმედო ჩარჩოს გამოყენება საერთაშორისო და არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების შემდგომ? რა ძირითადი პრობლემის წინაშე დგება პოსტ-კონფლიქტური სამართალი სამხედრო ოკუპაციის დასრულებისას? – სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არის წინამდებარე სტატიის მთავარი ამოცანა. ამ უკანასკნელის შესასრულებლად კი წარმოდგენილია მსჯელობა საერთაშორისო სამართლისთვის აქტუალურ შემდეგ თემებზე: საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და პოსტ-კონფლიქტურ სამართალს შორის ზღვრის გავლებაზე – პოსტ-კონფლიქტური სამართლის ამოქმედების მომენტის განსაზღვრის კონტექსტში; ტერმინ „მშვიდობის“ განმარტებასა და პოსტ-კონფლიქტური სამართლის ძირითადი პრინციპების მიერ დასახული მიზნების ერთბაშად მიღწევასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე – პოსტ-კონფლიქტური სამართლის მოქმედების დასრულების მომენტის განსაზღვრის კონტექსტში; გარდამავალი მართლმსაჯულების ცნებაზე, სამართლებრივ დატვირთვასა და ინტერესის სფეროზე – აღნიშნული დოქტრინის პოსტ-კონფლიქტური სამართლისგან გამიჯვნის კონტექსტში; შეიარაღებული კონფლიქტის ტიპის მიუხედავად საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიერ სამოქალაქო მოსახლეობის ერთი და იმავე სტანდარტით დაცვაზე, სამხედრო დამნაშავეების მიმართ პასუხისმგებლობის იდენტურად დაკისრებაზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ერთგვაროვან მოქმედებასა და პოსტ-კონფლიქტური სამართლის ძირითადი პრინციპების აღსრულებაში საერთაშორისო ორგანიზაციების ერთნაირ ჩართულობაზე – ორივე სახის შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ ერთნაირად გამოსაყენებელი პოსტ-კონფლიქტური სამართლის ერთიანი ჩარჩოს ჩამოყალიბების კონტექსტში; სამხედრო ოკუპაციის პერიოდში ოკუპანტ და ოკუპირებულ მხარეთა შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთდამოკიდებულებაზე – პოსტ-ოკუპაციური სამართლებრივი წესრიგის კონტექსტში.

Загрузки

გამოქვეყნებული

2025-11-05

გამოცემა

სექცია

I. შეიარაღებული კონფლიქტები და ძალის გამოყენება

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.