საერთაშორისო საზღვაო ტერორიზმისა და ზღვაზე ჩადენილი სხვა დანაშაულების შედარება

ავტორები

  • გიორგი ჩახვაძე

საკვანძო სიტყვები:

(საერთაშორისო) საზღვაო ტერორიზმი, მეკობრეობა, საზღვაო შეიარაღებული ძარცვა, საერთაშორისო საზღვაო სამართალი, საერთაშორისო საჯარო სამართალი

ანოტაცია

თანამედროვე ეტაპზე, მიმდინარე მოვლენების ფონზე  საერთაშორისო საჯარო სამართალში ძალზე აქტუალურია საზღვაო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი. ვინაიდან  დღემდე სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს დავა ცნებებისა და მათი მიმართების შესახებ,  მნიშვნელოვანია შევაფასოთ რამდენად მიზანშეწონილია მეკობრეობის სამართლის გავრცელება (საერთაშორისო) საზღვაო ტერორიზმზე ან თუნდაც საზღვაო შეიარაღებულ ძარცვაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს არერთგვაროვანი პრაქტიკა, ხოლო სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული განმარტებები რიგ შემთხვევებში ახდენს გარკვეული ცნებების ერთმანეთში აღრევას.

ამდენად, წარმოდგენილი სტატია მიზნად ისახავს შემოგვთავაზოს (საერთაშორისო) საზღვაო ტერორიზმის, მეკობრეობისა და საზღვაო შეიარაღებული ძარცვის განმარტებები და გასცეს პასუხი კითხვას თუ რამდენად მიზანშეწონილია მეკობრეობის მარეგულირებელი ნორმების გავრცელება (საერთაშორისო) საზღვაო ტერორიზმსა და  საზღვაო შეიარაღებულ ძარცვაზე. აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს წითელ ზღვაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ჯგუფის  მიერ სხვადასხვა სახელმწიფოს გემების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები, რაც წარმოაჩენს პოტენციურად მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გათვალისწინების აუცილებლობას საზღვაო ტერორიზმისა და მეკობრეობის გამიჯვნის თვალსაზრისით  და უკავშირდება თავდასხმებიდან მომდინარე საფრთხის სიდიდეს (magnitude of threat).

Загрузки

გამოქვეყნებული

2025-11-05

გამოცემა

სექცია

საერთაშორისო საზღვაო სამართალი

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.