ეთნიკური უმცირესობების ლინგვისტური უფლებები საქართველოში
საკვანძო სიტყვები:
ეთნიკური უმცირესობები, ენა, ლინგვისტური უფლებები.ანოტაცია
ენა იდენტობის გამომხატველი ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ლინგვისტური უფლებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეროვნული უმცირესობებისთვის. ეთნიკური უმცირესობისთვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, სწორედ რომ, ლინგვისტური უფლების დაცვით
იწყება. მიუხედავად არსებული შესამჩნევი პროგრესისა, ფართოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მუდმივ სრულყოფას განიცდიან, რაც თავისმხრივ სახელმწიფოებს ავალდებულებს გაატარონ შესაბამისი პოლიტიკა უმრავლესობაში მათი ასიმილირების მიზნით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემური სფეროების ანალიზის ფონზე გამოიკვეთოს სპეციფიკური ნორმების იმპლემენტაცია-რატიფიკაციის საკითხი.