ტრანსგენდერების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში და მათი სტატუსის აღიარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები
საკვანძო სიტყვები:
გენდერული იდენტობა, ტრანსგენდერი, ტრანსფობიაანოტაცია
ტრანსგენდერი ადამიანები, ანუ პირები, რომელთა გენდერული იდენტობა ან გამოხატვა დაბადებისას მათდამი მინიჭებული სქესის შესახებ მოლოდინებს არ ამართლებს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია. საზოგადოების უდიდეს ნაწილში მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება და ძლიერი ტრანსფობიური განწყობაა გაბატონებული, რაც ტრანსგენდერებს ძლიერი ფსიქოლოგიური, ზოგიერთ შემთხვევაში კი ფიზიკური საფრთხის წინაშე აყენებს. წინამდებარე სტატიის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სრული სურათის წარმოდგენა. ამ მიზნის მისაღწევად, ქვეყანაში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის მიმოხილვის პარალელურად, გაანალიზდება ეროვნული ჩარჩო კანონმდებლობა განსაკუთრებით გენდერის სამართლებრივი აღიარების მიმართულებით და ყურადღება გამახვილდება იმ ძირითად ასპექტებზე, რომლებზეც საქართველომ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით უნდა იმუშაოს ტრანსგენდერების უფლებების დასაცავად.