მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი ხელშემწყობი ღონისძიებების შესაბამისობა თანასწორობის პრინციპთან
საკვანძო სიტყვები:
მოწყვლადი ჯგუფები, თანასწორობის პრინციპი, ეროვნული უმცირესობებიანოტაცია
2006-2013 წლებში რუსეთის ფედერაციის მიერ ქართულ პროდუქტებზე გამოყენებულმა ემბარგომ მნიშნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა ქვეყანა. მას შემდეგ, რაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა, საქართველოს გაუჩნდა მნიშვნელოვანი ბერკეტები ცალმხრივი სავაჭრო ზომებისგან თავის დასაცავად. ქვეყნისთვის მნიშნელოვანია წარსულში გამოყენებული ზომების სამართლებრივი შეფასება და ამ ზომებისგან დაცვის სამომავლო პერსპექტივების გააზრება ასევე, გარდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციით შექმნილი სამართლებრივი მექანიზმებისა, ხაზგასასმელია საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების როლი ცალმხრივი ზომებისგან დაცვის კუთხით, რადგან ქვეყანას აქვს თავისუფლება თავად ასახოს დაცვის მექანიზმები სამომავლოდ დასადებ შეთანხმებებში. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რაც რუსეთუკრაინის ომის შემდგომ რუსეთის ფედერაციის მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების საკითხის ინიცირებას უკავშირდება, კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო ხელშეკრულებებით უფლებათა დაცვის როლს.