პირადი კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მართლზომიერება საერთაშორისო და საქართველოს სამართლებრივ სისტემებში: თანამედროვე ტექნოლოგიები vs პირადი ცხოვრება

ავტორები

  • ნინო ცაგარეიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პირადი ცხოვრება, კომუნიკაციები, საგარეო დაზვერვა, ევროპული სასამართლო

ანოტაცია

თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ადამიანის უფლებების ეფექტიანი დაცვაა. ხშირ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ადამიანის პირადი მიმოწერის კონტროლს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძვლით ახორციელებენ, რაც ზრდის ადამიანის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის რისკებს. სტატიის მიზანიც სწორედ პირადი კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მართლზომიერების შესწავლაა, რომლის ფარგლებშიც განხილულია: პირადი კომუნიკაციის კონტროლი და მასთან დაკავშირებული ასპექტები; მიმოწერის პატივისცემის უფლებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის ბალანსის დაცვის საკითხი; საგარეო დაზვერვის შესაბამისობა საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებთან; სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედველობა; საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი მექანიზმები პირადი კომუნიკაციის პატივისცემის უფლების ჭრილში; ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში მართლზომიერი ჩარევის ტესტი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა.

Загрузки

გამოქვეყნებული

2025-11-03

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.