ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კონკურენტული თუ შემავსებელი ბუნება
საკვანძო სიტყვები:
ჰუმანიტარული ურთიერთმიმართება, კონკურენციის სამართალი, ადამიანის უფლებები, ჟენევის კონვენციები, შეიარაღებული კონფლიქტიანოტაცია
კავშირი და კონკურენციის შემთხვევაში რა გზებითა და მეთოდებით შეიძლება გადაწყდეს რომელიმეს უპირატესობის საკითხი. საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს შორის არსებული შემთხვევები და მათი სავარაუდო გადაჭრის პრაქტიკული მეთოდები ერთ-ერთი აქტუალური საკითხია იმათგან, რომელიც საერთაშორისო დონეზე არც საერთაშორისო სასამართლოებისა და არც თეორეტიკოსი პროფესორების მიერ ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის ომის მარეგულირებელ წესებსა და მშვიდობიანობის დროს მოქმედ ნორმებს შორის, ერთი შეხედვით, ურთიერთკვეთა იშვიათია, სინამდვილეში აღნიშნული ზღვარი, უმეტეს შემთხვევაში, არც ისე მკაფიოა და ხშირად გაურკვეველიც კი.
სწორედ აქედან გამომდინარე, წინამდებარე სტატია განიხილავს ამგვარი შემთხვევების გადაჭრის მართებულ და ყოვლისმომცველი გზას - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გამოყენებას როგორც მშვიდობიანობის, ისე ომის პირობებში, მათ შორის, აქტიური შეიარაღებული მოქმედებების მიმდინარეობისას. ვინაიდან, შეარაღებული სამხედრო მოქმედებები არსობრივად გულისხმობს გარდაუვალ საფრთხეს, რომელიც ემუქრება ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს შორის ყველაზე ძირითადსაც კი - სიცოცხლის უფლებას, წინამდებარე სტატია მიმოიხილავს კავშირს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს შორის,თუ რა ხასიათის მატარებელია აღნიშნული