მომსახურების მიწოდების თავისუფლება ევროპის კავშირში და განათლების უფლება ამ უკანასკნელის ჭრილში

ავტორები

  • მარიამ კვარაცხელია

საკვანძო სიტყვები:

ევროპის კავშირი, ოთხი თავისუფლება, მომსახურების თავისუფლება, განათლების სისტემა.

ანოტაცია

ევროპის კავშირის ერთიანი ბაზრის იდეა ეფუძნება ოთს ძირითად თავისუფლებას; ესენია: საქონლის, მომსახურების, კაპიტალის და პირების თავისუფალი გადაადგილება. მომსახურების თავისუფალი გადაადგილება, ანუ მომსახურების მიწოდების თავისუფლება, თავის მხრივ, რამდენიმე კრიტერიუმის ერთიანობაა. იმისათვის, რომ მომსახურება მოექცეს Treaty on the Functioning of the European Union-ის 56-62-ე მუხლების რეგულირების სფეროში, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ეკონომიკური საქმიანობა,
ტრანსსასაზღვრო ხასიათი, დროებითობა, სხვა დებულებებთან კოლიზიის არარსებობა. საკანონმდებლო ბაზაში მოცემული და სასამართლო პრაქტიკით დახვეწილი ზემოხსენებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მომსახურება ჩაითვლება მომსახურების თავისუფლების მოქმედების ფარგლებში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოქალაქეობისა თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას, საქმიანობის თანაბარ შესაძლებლობებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

Загрузки

გამოქვეყნებული

2026-10-23

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.