ქორწინების კონსტიტუციური საფუძვლების ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ ცვლილების პრობლემატიკა

ავტორები

  • ნანა რუხაძე

საკვანძო სიტყვები:

ქორწინების უფლება, საკონსტიტუციო სასამართლო, უმცირესობები

ანოტაცია

უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს წყვილთაშორისი სამართლებრივი კავშირები.
ქორწინებას, როგორც სამართლებრივ ინსტიტუტს მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. მოცემული სახის ურთიერთობით წარმოიქმნება მთელი რიგი ქონებრივი თუ პირადი არაქონებრივი უფლებები და მოვალეობები. ქორწინება ინდივიდს აძლევს საკუთარი ურთიერთობის სამართლებრივი სტატუსის საზოგადოებრივი აღიარების მყარ ბერკეტებს და სადავო არაა, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი მექანიზმია სოციუმის ფართო მასებისათვის. სწორედ მოცემული საკითხის არასტანდარტულ ჭრილში
განხილვას ისახავს მიზნად წინამდებარე ნაშრომი. ამ თემის მიჯნაზე საკმაოდ აქტუალურია განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების სოციალური სტატუსი და მათი ასიმილაციის პრობლემატიკა. თანასწორობა საქართველოში კონსტიტუციურად აღიარებული უმნიშვნელოვანესი უფლებაა. კანონმდებელმა ამ ქმედებით არამარტო პირდაპირ შეზღუდა ერთსქესიანთა ქორწინება, არამედ საფუძველი გამოაცალა მომავალში საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული იმავე განმარტების კონსტიტუციურობის საკითხის ეჭვქვეშ დაყენებას. ამრიგად, მოცემული ნოვაცია მორიგი მკაფიო ხაზგასმაა იმისა, რომ საქართველო ამ ეტაპზე
არავითარ მზაობას არ უცხადებს ისეთი მნიშვნელოვანი და ახალი ინსტიტუტის ინკორპორირებას, როგორიცაა ერთი სქესის მქონე მოქალაქეთათვის ქორწინების უფლების მინიჭება. სწორედ ხსენებული საკითხის ანალიზსა და კანონმდებლის რეალური მიზნების განხილვას ემსახურება წინამდებარე ტექსტის მეორე თავიც.
საკვანძო სიტყვები: ქორწინების უფლება, საკონსტიტუციო სასამართლო, უმცირესობები.

Загрузки

გამოქვეყნებული

2026-07-26

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.