Legal Nature of Religious Minorities and their Rights in International and Georgian Law

ავტორები

  • ილია ბორცვაძე

საკვანძო სიტყვები:

რელიგიური უმცირესობები, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებები.

ანოტაცია

სტატია მიმოიხილავს რელიგიურ უმცირესობათა უფლებების სამართლებრივ ბუნებას საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის გაანალიზების საშუალებით. საკვლევი თემები შემდეგია: რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით, რამდენად ეფექტიანია ის სამართლებრივი ნორმები, რაც საერთაშორისო და ქართულ სამართალში არსებობს; გარკვეულ შემთხვევებში, თავად სამართლებრივი ნორმა ხომ არ აყენებს არათანაბარ მდგომარეობაში სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს.
სტატიაში რელიგიური უმცირესობათა უფლებები, ძირითადად, განხილულია უმცირესობის ჯგუფის კონცეფციაზე ფოკუსირებით, რელიგიური უმცირესობების უფლებების ანალიზით საერთაშორისო და ქართული სამართლის მიხედვით.
საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ჭრილში, ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტების მიმოხილვაზე. რაც შეეხება შიდა სამართლებრივ ნაწილს, რელიგიის თავისუფლება განხილულია საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ნაშრომი აგრეთვე აანალიზებს იმ შიდასახელმწიფოებრივ თუ საერთაშორისო მექანიზმებს, რომლებიც საჭიროა რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და მონიტორინგისათვის. 
ამასთან, ნაშრომი ყველა იმ აქტუალურ შემთხვევას ეხება, რაც რელიგიური უმცირესობათა უფლებების დაცვის სამართლის კუთხით პრობლემატურ საკითხებს წარმოადგენს, მაგალითად არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.
სტატიის თემა აქტუალურია იმ ბუნდოვანების გათვალისწინებით, რაც ამჟამად არსებობს საერთაშორისო სამართალში უმცირესობის დაუზუსტებელ ტერმინთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობები ყოველთვის არსებობდნენ, არ მოიძებნება სავალდებულო ან არასავალდებულო ძალის მქონე უმცირესობათა უფლებადამცველი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ახსნიდა რომელი კატეგორიის ჯგუფები მიეკუთვნებიან ამა თუ იმ უმცირესობას.
ისევე, როგორც არ არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ჩამოაყალიბებდა რელიგიური უმცირესობათა დაცვის ძირითად პრინციპებს და განსაზღვრავდა რიგ ვალდებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიან დაცვას. 

Загрузки

გამოქვეყნებული

2026-10-23

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.