სამუდამო პატიმრობა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის შესაძლო დარღვევა

ავტორები

  • გიორგი ჭყოიძე
  • ვახტანგ მჭედლიძე

საკვანძო სიტყვები:

სამუდამო პატიმრობა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, უხეში მოპყრობა

ანოტაცია

ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ადამიანის უფლებებს შორის კავშირის შესწავლა. კვლევის პროცესში მიმოხილულ იქნა ორი მთავარი კომპონენტი: არის თუ არა უვადო თავისუფლების აღკვეთა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამნაშავეს არ აქვს საშუალება გამოისყიდოს თავისი დანაშაული, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა და რა დამოკიდებულა აქვს სასამართლოს ამ საკითხთან მიმართებით თავისი პრაქტიკიდან გამომდინარე.
ნაშრომის ფარგლებში განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის შემადგენელი ქმედებები. გაანალიზებულია აღნიშნული მუხლის თითოეული კომპონენტი, რომლებიც დაკავშირებულია უვადოდ თავისუფლების აღკვეთის საკითხთან. Vinter and Others v. the United Kingdom - ის საქმემ დაამტკიცა, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შესაძლოა განხილული იყოს, როგორც კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა. აღნიშულ საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია მხედველობაში მიღებულ იქნას ორი კომპონენტი: 1) უვადო პატიმრობა არ უნდა იყოს მიჩნეული მხოლოდ სასჯელად, თუ იგი დამნაშავეს არ აძლევს დანაშაულის გამოსყიდვის საშუალებას. 2) უვადო პატიმრობა შეუსაბამოა ადამიანის ღირსებასთან, რადგანაც ინდივიდს ერთმევა თავისუფლება, მისი დაბრუნების ყველანაირი იმედის გარეშე, რაც პატიმარს მუდმივი შფოთვის ქვეშ ტოვებს.

 

Загрузки

გამოქვეყნებული

2026-08-29

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.